09:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 09:38:49, 638 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს

უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ რუსეთის ზეწოლაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ვაშინგტონის ხელმძღვანელობის გადამწყვეტ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, რაც დაკავშირებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი ნაბიჯების, სანქციების და პოლიტიკური ძალისხმევის შესახებ რუსეთზე ზეწოლის მიზნით. ამერიკის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია ამ ერთიანობის შენარჩუნებაში",- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს 11 დეკემბერს ესტუმრა. ეს ზელენსკის აშშ-ში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics