14:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 19:41:01, 733 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კი - ადამიანის უფლებებს, არა - ლგბტ პროპაგანდას და პროვოკაციას, ეს არის მარტივი ფორმულა

ჩვენ ვამბობთ, კი- ადამიანის უფლებებს თავიდან ბოლომდე, უალტერნატივოდ, არა- ლგბტ პროპაგანდას და პროვოკაციას. ეს არის მარტივი ფორმულა და საქართველოს მოქალაქე ამ ფორმულის დარღვევას არასდროს დაუშვებს, შეეგუოს „ფორმულაც“ და ყველა ნაცი, მათთან დაკავშირებული თუ არადაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, "პროპაგანდას პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ და რადიკალიზმის არც ერთ მიმართულებას არ უნდა მივცეთ განვრცობის საშუალება".

„ჩემი აზრით, ამ საკითხის ულტრა-რადიკალურად გადაწყვეტა ცალკე პრობლემას წარმოადგენს იმიტომ, რომ თუკი არის რადიკალური გზის ფორმები, მგონია, რომ როგორც ლიბერალური მიმართულებით, ასევე კონსერვატიული მიმართულებით რადიკალიზმი არც ერთი მისაღები არ უნდა იყოს. მე მაგალითად, როგორც ერთ ადამიანს, პოლიტიკოსს მირჩევნია, პროპაგანდას პროპაგანდით დავუპირისპირდეთ იმიტომ, რომ როგორც კი მსგავსი ინიციატივების ოდნავ მაინც დაზიანებაზე წავა ლაპარაკი, იმ წუთას გადააკეთებენ და შეიძლება ნაწილობრივ შეძლონ კიდეც და დააჯერონ ხალხი, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების დახოცვა უნდათ. პირიქით, ჩვენ ვამბობთ: ადამიანის უფლებებს კი, რა თქმა უნდა და უალტერნატივოა იმიტომ, რომ მე არ მომწონს რადიკალიზმი, თუნდაც კონსერვატიული მიმართულებით, სადაც ამბობენ, რომ ეს ხალხი ამოსაძირკვია. არა, უფლებები ყველასი უნდა დავიცვათ, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე არ მომწონს ლიბერალური რადიკალიზმი, რომლის მიხედვითაც ეს პროპაგანდა უნდა იყოს თავისუფალი, შემოგვაპარონ გარკვეულ სერიალებში და ასეთი ბინძური მცდელობები ჰქონდეთ. ერთიც დამაზიანებელია და მეორეც. რადიკალიზმის არც ერთ მიმართულებას არ უნდა მივცეთ განვრცობის საშუალება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics