15:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 14:16:36, 739 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - აზერბაიჯანში გამართულ შეხვედრებზე შინაარსობრივი საუბარი გვქონდა - დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრებზე შინაარსობრივი საუბარი ჰქონდათ.

როგორც პაპუაშვილმა ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, უმოკლეს ვადებში განხორცილედება პარლამენტების თანამშრომლობის კუთხით არსებული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

„უმაღლეს დონეზე ხანგრძლივი, დეტალური და შინაარსობრივი საუბარი გვქონდა როგორც პრეზიდენტთან, ისე პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ყველა შეხვედრაზე ხაგასმული იყო სულისკვეთება, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს. ეს არის არა მხოლოდ მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს არის ძმობა, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს, რთულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთმანეთის სიხარულის გაზიარება. დარწმუნებული ვარ, უმოკლეს ვადებში განხორციელდება საკითხები, რომლებზეც პარლამენტთან თანამშრომლობის კუთხით შევთანხმდით. გვსურს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარლამენტებს შორის, რათა უფრო სტრუქტურული დატვირთვა მივცეთ ჩვენს ურთიერთობებს კომიტეტებს, აპარატებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ასე რომ, ჩვენს ორ ქვეყანას წინ აქვს ძმური და წარმატებული მეგობრობის, განვითარების გზა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics