18:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 12:35:26, 684 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოში ფრაქციის 6-მა წევრმა პარტია დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა წევრმა, გიორგი შარიფაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

შარიფაშვილის თქმით, იგივე გადაწყვეტილება საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის 8-დან 6-მა წევრმაც მიიღო.

"ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 8 წევრიდან 6 წევრი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტიას. ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის თავმჯდომარემ ვერ შეასრულეს ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც უხვად გასცემდნენ. პარტიას არ გააჩნია ის პოლიტიკური რესურსი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზრუნველყოფს ამ ხელისუფლების ცვლილებას, აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, დავტოვოთ ენმ-ი, თუმცა გავაგრძელოთ ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან, ოპოზიციური პლატფორმიდან, სადაც ჩვენი პრინციპების, ღირებულებების და შეხედულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად",- განაცხადა შარიფაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა დატოვა.

5 დეკემბერს, იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმა, ხოლო 6 დეკემბერს, ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმაც მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics