17:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 16:57:02, 759 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - გამოწვევების მიუხედავად, საქართველო უკრაინის მიმართ სრულად სოლიდარულია

როცა უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო გამორჩეულია ყველა ქვეყნისგან იმით, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი რუსეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

„ეს გამოწვევები დღესაც გვაქვს და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვიცავს არც ნატოს ატომური ქოლგა, არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და ამავე დროს, რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. ამ გამოწვევების მიუხედავად, ამ გარემოში სრულად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ კუთხით შეხედონ საქართველოს და ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამ სოლიდარობის ფონზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ უსაფრთხოების გარემო არ გაუარესდეს და არ გავრისკოთ სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics