17:11 - 17 Jun, 2026
|
2023-12-06 11:09:44, 1291 ნახვა
სამართალი
19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. პოლონეთის პოლიციის ცნობით, პარასკევს, 1-ელ დეკემბერს საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. "ახალგაზრდა ქალი კაცებმა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან სკიერნიევიცეში. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა. მამაკაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი უახლოეს 3 თვეს პატიმრობაში გაატარებენ", - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)