19:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 11:22:54, 741 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა პარტია დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 7 დეპუტატმა პარტია დატოვა. აღნიშნულის შესახებ გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კირთაძის განცხადებით, "აღარ დარჩებიან იქ, სადაც გამარჯვების პერსპექტივა არ არსებობს".

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას". ურთულესი ზეწოლის გაძლება, რომელიც მომდინარეობდა "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან, არ იყო მაინცდამაინც რთული იმიტომ, რომ იქ იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ეს მარტივად შევძელით, მაგრამ როცა იდეებისგან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ.

ჩვენ ვრჩებით "ვარდების რევოლუციის" იდეის ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის ამ ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს საპყრობილე და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოსცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ, სამწუხაროდ, უკვე ახალი პლატფორმიდან",- განაცხადა კირთაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics