17:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 11:52:06, 884 ნახვა

მსოფლიო
BBC - შუამავლები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის გასახანგრძლივებლად მუშაობას განაგრძობენ

შუამავლები ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავის გასახანგრძლივებლად მუშაობას განაგრძობენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC პალესტინის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მომლაპარაკებლებთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ორ მხარეს შორის შეთანხმების მისაღწევად მუშაობა თავდასხმების განახლების მიუხედავად გრძელდება.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.

22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდებოდა.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.

ამასთან, გუშინ, 30 ნოემბერს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა.

დღეს, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics