21:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 15:46:08, 763 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ი დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად - ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების - მელია

"ნაციონალური მოძრაობა" დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერია მელია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ენმ-ში მიმდინარე პროცესი 2024 წლის არჩევნებში დამარცხებით დასრულდება.

"პროცესი დასრულდება ტოტალური საარჩევნო მარცხით - მეცხრედ წააგებენ. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს "ნაცმოძრაობაშია", ეს არის ძალიან კარგი, პარტია დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი - მელია. ეს პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ამის დასასრული რა იქნება, არ ვიცი, საბოლოო ჯამში, ალბათ, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ ერთმანეთისგან გაყრას, თუ ვერ მოახერხებენ, ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics