23:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 17:31:23, 1524 ნახვა

ომი უკრაინაში
სირსკი - რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში „ვაგნერის“ ყოფილ მებრძოლებს იყენებს

რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში "ვაგნერის" ყოფილ მებრძოლებს იყენებს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ყოფილ "ვაგნერელებს" ძირითადად კუპიანსკის მიმართულებით იყენებენ.

"კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვისთვის რუსეთი, ყოფილი პატიმრებს იყენებს. გარდა ამისა, უკრაინის პოზიციებზე თავდასხმისთვის ფიქსირდება ყოფილი "ვაგნერელების" გამოყენება, რომლებიც ასევე უერთდებიან თავდასხმებს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ", - განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, ბრძოლები გრძელდება ხარკოვის რეგიონში, ივანოვკასთან და სინკოვკასთან.

"ლიმანის მიმართულებით, სერეაბრინსკის ტყის მიდამოში მტერი შეტევას ცდილობს. ამავდროულად, აქტიურად იყენებს ბომბდამშენებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს", - დასძინა სირსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics