23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 12:24:53, 788 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - თუ „ნაცმოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა, მზად ვარ, მანიფესტზე ხელი მოვუწერო

თუ "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს.

ოდიშარიას თქმით, მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას ახსენებს.

"მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება "ბოლშევიკებსა" და "მენშევიკებს" შორის.

ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე "ბოლშევიკებს" ნამდვილად არანაირი პერსპექივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა "ოქტომბერმა" უკვე დიდი ხანია ჩაიარა.

რაც შეეხება მანიფესტს, ის, როგორც წესი, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება.

თუ "ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით", - წერს ოდიშარია "ფეისბუქზე".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics