23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 18:17:50, 667 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა „ვარდების რევოლუციაზე“ - ეს იმედისა და სიხარულის პერიოდი იყო - ამ პროცესს დასრულება ჯერ კიდევ სჭირდება

ეს იმედისა და სიხარულის პერიოდი იყო - ჩვენთვისაც - რადგან მან აღიარა ქართველი ხალხის ნება, გაევლო ევროატლანტიკური გზა და დაებრუნებინა თავისი კანონიერი ადგილი თავისუფალი ერების ოჯახში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს და "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს ეხმაურება.

ფოტიგას თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა და ევროატლანტიკურ გზაზე წარმატებებს უსურვებს.  

"გამარჯობა საქართველო! ახლაც მახსოვს ის დღე - 20 წლის წინ, ცნობილი ვარდების რევოლუცია, ქართველი ხალხის მიერ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. 

ეს იმედისა და სიხარულის პერიოდი იყო - ჩვენთვისაც - რადგან მან აღიარა ქართველი ხალხის ნება, გაევლო ევროატლანტიკური გზა და დაებრუნებინა თავისი კანონიერი ადგილი თავისუფალი ერების ოჯახში.

ამ პროცესს დასრულება ჯერ კიდევ სჭირდება. გულწრფელად გისურვებთ ამ გზაზე ყოველივე საუკეთესოს.

ჩვენ თქვენთან ერთად ვართ!", - წერს ანნა ფოტიგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics