23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 14:33:56, 738 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ეს რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით

ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება შინაარსზე ფოკუსირებით და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და გაერთიანებაზე მუდმივი სპეკულირებით,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, პროდასავლურ ძალებს გაძლიერება სჭირდებათ, რადგან "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და პროდასავლურ პარტიებს ჯამი აქვთ გასაზრდელი".

მისივე განცხადებით, ამის გარეშე "პუტინისტური სულიკვეთების ივანიშვილის რეჟიმი" არ დამარცხდება. 

„ეს რეჟიმი შეიცვლება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებითა და მოლაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც "ევროპული საქართველო აკეთებს". ეს ვერ მოხდება ივანიშვილის ფრაზების გადამღერებითა და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, თუ ვინ ვისთან გაერთიანდება",- ამბობს ბოკერია. 

ცნობისთვის, "ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics