23:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 11:16:26, 683 ნახვა

პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური ცივსისხლიანად იმ დროს მოკლეს, როდესაც მამის საფლავს სტუმრობდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური ცივსისხლიანად იმ დროს მოკლეს, როდესაც ის მამის საფლავს სტუმრობდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვისას განაცხადა.

აუსტრევიჩუსის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები პროვოკაციის აქტიურ პოლიტიკას აწარმოებენ. 

"საქართველოს ტერიტორიის 20% არის პირდაპირი მტკიცებულება რუსეთი საოკუპაციო ძალების დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა. რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციის აქტიურ პოლიტიკას; მუდმივად აფართოებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, იტაცებენ და ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას.

თამაზ გინტური ცივსისხლიანად მოკლეს იმ დროს, როდესაც ის სტუმრობდა მამის საფლავს", - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ცნობისთვის, გუშინ, 22 ნოემბერს ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირულ რეზოლუციაზე დებატები გაიმართა. 

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.

11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics