02:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 18:41:53, 996 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე - ქალთა მიმართ ძალადობას ყოველთვის დავგმობ

სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.

ზურაბიშვილის თქმით, ის ყოველთვის დაგმობს ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას და აღნიშნა, რომ ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი.

"საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.

სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.

კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics