01:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 09:22:57, 687 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა - მხარს ვუჭერ ფინეთის მხრიდან გატარებულ ზომებს

რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა,- ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ფინეთის გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის საზღვართან 4 გამშვები პუნქტი დახუროს.

ლაიენი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] მცირე განცხადებას აქვეყნებს და ფინეთს მხარდაჭერას უცხადებს.

„რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მიერ გატარებულ ზომებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინელ მესაზღვრეებს, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს იცავენ“,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს ფინეთი რუსეთის საზღვართან 4 გამშვებ პუნქტს, მათ შორის ვაალიმაას, ნუიჯამაას, ნიირალასა და იმატრას დახურავს. შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე იმოქმედებს.

ფინეთის მთავრობა გადაწყვეტილების მიზეზად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს, რასაც რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებას უკავშირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics