01:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 14:20:54, 1065 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმის მახლობლად, საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა - არიან დაშავებულები

იერუსალიმის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky New-ი ავრცელებს.

როგორც Sky News-ი ისრაელის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა 3 შეიარაღებული პირისგან შემდგარმა ჯგუფმა განახორციელა. ამასთან, ისრაელი მომხდარს ტერაქტად აფასებს.

"გადასასვლელზე დისლოცირებულმა უსაფრთხოების ძალებმა 3 ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი მივიდნენ საეჭვო მანქანით და ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ძალებს", - აცხადებენ იერუსალიმის პოლიციაში.

Sky New-ის ცნობით, თავდასხმის გამო იერუსალიმიდან ბეთლემისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის სამხრეთში მდებარე დასახლებებისკენ მიმავალი გზა დაიკეტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics