02:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 13:31:54, 809 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ს 20% აქვს რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის - მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არასერიოზულია

რაც შეეხება  „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, დღეს 20% აქვს ამ პარტიას რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არის აბსოლუტურად არასერიოზული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელება იგეგმება, კობახიძემ თქვა:

„სააკაშვილი არის კრიმინალი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამისი დანაშაულისთვის არა პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში. მან უნდა მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, ეს არის ჩვენი პოზიცია. სააკაშვილს დაასახელებენ, ხაბეიშვილს თუ კეზერაშვილს, თუ ვინმე სხვას, მათი რეიტინგი ისედაც ქვემოთ ჩამოდის და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics