01:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 23:28:30, 1012 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ერდოღანი ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით „ჰამასის“ ტერორისტულ სახელმწიფოს უჭერს მხარს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.

ნეთანიაჰუს თქმით, ერდოღანის "ქადაგებას" ისრაელი ვერ მიიღებს, იმის ფონზე, რომ თავად ერდოღანმა დაბომბა თურქეთის საზღვრებში არსებული თურქული სოფლები.

"ის [ერდოღანი] ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით მხარს უჭერს „ჰამასის“ ტერორისტულ სახელმწიფოს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებს ჩადის, რითაც საერთაშორისო უფლებებს არღვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics