08:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 15:47:40, 763 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ რეკომენდაციას, ეს მიღწევა ქართველი ხალხის დამსახურებაა

ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ ქართველ ხალხს კომისიის ისტორიულ რეკომენდაციას, მიენიჭოს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

კრამონის თქმით, აღნიშნული მიღწევა ქართველი ხალხის დამსახურებაა.

"ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ ქართველ ხალხს კომისიის ისტორიულ რეკომენდაციას, მიენიჭოს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ეს მიღწევა ქართველი ხალხის დამსახურებაა", - წერს კრამონი.

ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics