12:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 17:23:51, 592 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ჩვენ გადაგვყავს პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან, რომლის დროსაც ისინი გადაჰყავდათ მორგში

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დაკავებული სამი პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობის შესახებ კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბრეგაძის თქმით, სამოქალაქო კლინიკებში პატიმრების გაყვანა ხორციელდება რეგულარულ რეჟიმში, როდესაც ე.წ. ციხის საავადმყოფოში არ არის ადგილი ან საჭიროა სხვა დამატებითი უფრო კომპლექსური კვლევა.
 
„ჩვენ გადაგვყავს პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისგან, რომლის დროსაც სისტემური პრობლემა იყო ადამიანების წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა. კლინიკის ნაცვლად ისინი გადაჰყავდათ მორგში, აბამდნენ გვამებზე და ასე მკურნალობდნენ", - განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics