13:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 13:21:59, 740 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი ბერაიას - კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!

კაცი არ ხარ? ნუ აჯანჯლებ, ბიჭო, გადადექი!- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატს, ირაკლი ბერაიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ელისაშვილის თქმით, ისინი "ჯერ კაცები არიან და შემდეგ დეპუტატები".

„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი, ბიჭო!“,- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

აღნიშნული მიმართვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა.

"დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ. „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში გთხოვთ არ იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics