13:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 11:28:04, 727 ნახვა

პოლიტიკა
ანთაძე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გვირგვინას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

გუშინ, ღამის საათებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ანთაძის თქმით, ამ დროისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების ტყვეობაში 7 მოქალაქე რჩება.

"გუშინ, ღამის საათებში, დაახლოებით, 22:00 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე. შეტყობინება მივიღეთ, დაახლოებით, 22:00 საათზე დაკავების შესახებ, შემდეგ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოგვიანებით საოკუპაციო ძალებმა დაგვიდასტურეს აღნიშნული ფაქტი. გარემოებები და დეტალები ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი არ არის და ამაზე განმარტებებს, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ", - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, გუშინ, 31 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ სოფელ სინაგურის მიმდებარედაც დააკავეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics