13:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 18:33:35, 758 ნახვა

პოლიტიკა
ბერაია - პარლამენტში ჩემი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო

ვაღიარებ, პარლამენტში ჩემი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიას თქმით, მისთვის ძალიან მტკივნეულია, როცა მმართველ გუნდს ეროვნული ინტერესების ხელყოფაში ადანაშაულებენ.

„ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული, მძიმეა, როცა მმართველ გუნდს, პირადად მე და ჩემს კოლეგებს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად სდებენ ბრალს რუსეთის ინტერესების გატარებაში. მით უმეტეს, როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით. ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, დეოკუპაციისთვის და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში და კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა. მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული, იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ. ამის გამო, გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო. ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ყველაფერი გასაგებია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა  ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics