15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 17:27:33, 743 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - არ მინდა მორალური პედესტალიდან ვისაუბრო, ერთ შენიშვნას ჩემს თავზეც ვიღებ

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სამსჯავროზე არ ვართ. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უსიამოვნო სიტუაცია იყო. პლენარული სხდომა ამ საკითხის გასარჩევი საკითხი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ერთ შენიშვნას "საკუთარ თავზეც იღებს".

"ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სამსჯავროზე არ ვართ. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უსიამოვნო სიტუაცია იყო. პლენარული სხდომა ამ საკითხის გასარჩევი საკითხი არ არის...

რაც შეეხება კოლეგიალურ ურთიერთობას, ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, კოლეგიალურები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. გასაგებია, რომ ერთ მხარეს ერთი ღიზიანდება და მეორე მხარეს მეორე. აქ „მონები“ და ასეთი სიტყვებიც გვესმოდა. რაც შეხება პროცედურულ საკითხს, ერთ შენიშვნას პირადად ჩემს თავზეც ვიღებ. როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის, მე მაქვს ხოლმე რეაქცია და მექნება კიდეც, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფაა. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი მივიღებ. თუკი, იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა ადამიანს", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა  ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics