|
2023-10-30 17:12:31, 702 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა - ვიზიტები პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა იმისთვის, რომ ეს ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც მოითხოვა, რომ პარლამენტის წევრებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცეთ. როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, "მაშინ, როდესაც იყო საკითხი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნებართვა გაიცემოდა", თუმცა ვიზიტი "მისი პირობების" გასაცნობად არ გამოიყენებოდა. "რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც არა აქვს უფლება, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი - მით უფრო ხელმძღვანელი. რადგან თქვენ ასე ადასტურებთ, გამოდის, რომ ის არის არაფორმალური მმართველი თქვენი პოლიტიკური ძალის, რაც თავისთავად, არის დარღვევა კანონმდებლობის, ვინაიდან ფაქტობრივად, გამოშიგნული გაქვთ კანონმდებლობის არსი, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე არის პარტიის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, ის უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს. კიდევ ერთხელ განვმარტავ - ეს წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომელიც მას შეუძლია, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, რომ არის ამის საჭიროება, გადასცეს პარლამენტის წევრს. მაშინ, როდესაც იყო საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს ნებართვა გაიცემოდა, თუმცა ვნახეთ, რომ ეს პირიქით, უარეს მდგომარეობაში აყენებდა პატიმარს და გამოიყენებოდა იმისთვის, რომ რეალურად პაემნის სახე ჰქონოდა ამას და არა მისი პირობების გაცნობისა",- მიმართა პაპუაშვილმა ბოკუჩავას. ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "დრაკონული გადაწყვეტილებების" მიღებაში დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ პარლამენტის წევრებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცეთ.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)