19:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-29 14:33:55, 700 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელში 9 წლის ქართველი ებრაელი გოგონა დაიღუპა

ისრაელის ქალაქ აშდოდში მდებარე ასუტას საავადმყოფო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლინიკაში 9 წლის ქართველი ებრაელი გოგონა, თამარ ჰაია თორფიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გოგონას გასულ კვირას "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმის დროს, სირენების ჩართვის შემდეგ გულის შეტევა დაემართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ცდილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics