15:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-29 14:16:05, 715 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომელთაც ხელისუფლების დამხობის სურვილი აქვთ - ამას არ დავუშვებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ დაძაბულობისა და არეულობის მცდელობა", ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია. 

„არ ვიცი, რა შენიშვნებზეა საუბარი, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი. ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ  არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ არეულობისა და დაძაბულობის მოწყობის მცდელობა, ჩვენ უნდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. ამიტომ, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია. 

ვინც ამას ეწინააღმდეგება, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, არის იმ რადიკალური კურსის გამტარებელი, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ დაპირისპირების და ხელისუფლების დამხობის სურვილი. ვიღაცები ამას შეიძლება გარედანაც მხარს უჭერდნენ. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, იმიტომ, რომ გვინდა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics