10:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 12:26:34, 1361 ნახვა

რეგიონი
გურიაში მეჩაიეებთან შეხვედრა გაიმართა

მეჩაიეობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერების და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე, ქ. ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჩაის წარმოებით დაინტერესებული პირები სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ დეტალებს, ენერგოდამზოგავ სამანქანო ტექნოლოგიებს და მეჩაიეობის დარგის ახალ ტექნოლოგიებს გაეცნენ. 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიოჩაის წარმოების პერსპექტივებზე, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის აუცილებლობაზე, დარგში კოოპერაციისა და სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირების საკითხებზე

„ჩაის სექტორის აღორძინება ჩვენი უწყების პრიორიტეტია. ქართული ჩაი განსხვავდება ხარისხობრივი მაჩვენებლებით, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებაზე ვიმუშაოთ. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის შემუშავდა როგორც საკანონმდებლო ბაზა, ასევე ფერმერთა ხელშემწყობი პროგრამები. სახელმწიფო ფერმერების აქტიური ჩართულობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ ერთობლივად უნდა შევძლოთ დარგის განვითარება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა, ომარ კაჭარავამ.

მეჩაიეებთან შეხვედრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის „საქართველოს ჩაი“ ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობას ჩაის კომპანიის წარმომადგენლები, ფერმერები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები იღებდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics