12:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 11:03:38, 693 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ჰამასის სამხედრო მეთაურები მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ელიტარული Hamas Tafah ბატალიონის მეთაურები მოკლეს.
ისრაელის საჰაერო ძალებმა  გაანადგურეს ჰამასის ბატალიონის მეთაურიები: რაფატ აბასი, მისი მოადგილე იბრაჰიმ ჯადბუ და საბრძოლო და ადმინისტრაციული დახმარების განყოფილების მეთაური ტარეკ მაარუფი.  ისინი  ორგანიზაციის საბრძოლო ფრთის ვეტერანები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ  ისრაელზე მრავალ თავდასხმაში, მათ შორის 7 ოქტომბერს.
 ბოლო სარაკეტო თავდასხმა ისრაელის ცენტრზე, ტერორისტებმა სწორედ ვეტერანი ჰამასის მებრძოლების ლიკვიდაციის შემდეგ შურისძიების სახელით განახორციელეს.

ცაჰალის ქვედანაყოფებმა, წუხელ, ისევე როგორც წინა დღეებში - სახმელეთო გზით, ღაზას სექტორში, განახორციელეს შეზღუდული, მაგრამ სტრატეგიული დაზვერვითი სამუშაოები.
 "სახმელეთო გზით, სპეცოპერაციის ფარგლებში, ისრაელის ჯარის შესვლა ანკლავში მომავალ დღეებშიც გაგრძელდება,"- აცხადებს დანიელ ჰაგარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics