21:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 17:52:09, 1037 ნახვა

საზოგადოება
ნიკო კვარაცხელიას დედა შოთაძეს - ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს საქმის გამოძიებას?

ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას?- ასე მიმართავს ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს.

ომაძის განცხადებით, არსებობს "მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენებები", რომლებიც გენერალურ პროკურატურას "გადამალული აქვს".

"მთელი ემოციით სულმოუთქმელად, მგონი არავის უსმენია თქვენთვის. ვფიქრობდი, ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე, მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ - იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი, ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში, იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი!

მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით, რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე, არა!!!

რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა, იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი. უფალი კი ვიცი რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა. თქვენ მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს, რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ? მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად?..." - წერს იზა ომაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics