2023-10-24 16:34:00, 941 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს
ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის თქმით, "დიდი სიმპათიითა და შეშფოთებით" აკვირდება ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით და ასევე იარაღით. ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს.
7 ოქტომბრის საშინელი დილის საათებიდან ჩვენ დიდი სიმპათიითა და შეშფოთებით ვაკვირდებით ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა შოლცმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრალში ჩავიდა, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,