|
2023-10-23 17:43:48, 848 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, "მუნიციპალური ფორუმი 2023" აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები იღებდნენ. "ფორუმის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მონაწილეობითი პოლიტიკა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება. პანელური დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)