16:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 18:51:03, 777 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, მნიშვნელოვანია ძლიერი ერთიანობა

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა სამხედრო მხარდაჭერა და "როგორ ეხმარება ATACMS-ები უკრაინას ოკუპანტებისგან გათავისუფლების დაჩქარებაში".

"მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესის ორი პარტიის და თითოეული ამერიკელის, მათი უდიდესი დახმარების და ლიდერობისთვის, რაც გვეხმარება მსოფლიოს ერთიანობაში, დავიცვათ სიცოცხლე და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. უკრაინელებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ერთიანობა ტერორისგან, აგრესიისგან თავდაცვისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში და პარტნიორ ქვეყნებში, შეერთებული შტატების ჩათვლით.

განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები თავისუფლების დასაცავად. განვიხილეთ სამხედრო მხარდაჭერა და როგორ გვეხმარება ATACMS-ები ოკუპანტებისგან უკრაინის გათავისუფლების დაჩქარებაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics