19:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 16:07:21, 681 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - არქიმანდრიტმა მელქისედეკმა აღიარა შეცდომა მეუფე შიოს მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო და შენდობა ითხოვა

მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), სოციალურ ქსელში მეუფე შიო მუჯირის მიმართ გამოთქმული "უარგუმენტო ბრალდებების" გამო, სინოდის კომისიამ გაფრთხილება მისცა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადების თანახმად, არქიმანდრიტმა მელქისედეკმა "გადაცდომა აღიარა და შენდობა ითხოვა". 

"ამა წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სინოდის კომისიის სხდომა. სხდომამ განიხილა სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) გამონათქვამები, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილებში იყო ასახული.

არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები, მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ.

არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო.

კომისიას ესწრებოდნენ: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი; დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (მოწვეული); დეკანოზი ავგუსტინე დუნდუა (მოწვეული)",- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics