16:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 10:50:04, 801 ნახვა

მსოფლიო
IDF - „ჰამასის“ 100-ზე მეტ ობიექტზე იერიში განხორციელდა - ლიკვიდირებულია საზღვაო ძალების წევრი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განახლებული ინფორმაციით, "ჰამასის" 100-ზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანეს. 

უწყების ცნობით, სამიზნეები მიწისქვეშა გვირაბს, იარაღის საწყობსა და ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს მოიცავდა.

"განადგურდა ტერორისტული აქტივები და იარაღი, რომელიც მდებარეობს ჯაბალიას რაიონში, მეჩეთში, რომელიც გამოიყენებოდა "ჰამასის" ტერორისტების მიერ სადამკვირვებლო პუნქტად",- ნათქვამია IDF-ის განახლებაში.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ლიკვიდირებულია მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი, "ჰამასის" საზღვაო ძალების წევრი, რომელიც სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

უწყების ინფორმაციით, ღაზაზე მიზანმიმართული თავდასხმის დროს, ასევე ისლამისტური დაჯგუფების საჰაერო ძალების რაზმი გაანეიტრალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics