20:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 12:18:57, 807 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ

ეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ სალომე ზურაბიშვილზე,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოძის თქმით, "პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში პოლიტიკური მართლმსაჯულების მექანიზმია".

"ეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ ვიზიტზე თუ არა სხვა რამეზე. მე ეს გუშინ ძალიან მენიშნა. საერთოდ კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე, უკვე გასაგებია. პროკურატურა არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში და ამიტომ, ვიზიტზე თუ არა, რამეზე აუცილებლად აღუძრავენ საქმეს. ეს არის მათი მოლოდინიც, ბიძინა ივანიშვილისაც და ყველაფერს გააკეთებს პროკურატურა",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 19 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს იძენდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics