|
2023-10-18 17:30:31, 636 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტზე - ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მისი წინადადება იყო გამაოგნებელი - ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამართული შეხვედრის დეტალები გაიხსენა. კობახიძის თქმით, "მას და შალვა პაპუაშვილს სალომე ზურაბიშვილმა მიანიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო გმირი გახდა და დაინტერესდა, რას აპირებდა საქართველოს ხელისუფლება". როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, "ამ დროიდან მოყოლებული, ზურაბიშვილი არის იქ, სადაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“. „ერთი ისტორია მინდა გავიხსენო: ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, თვითონ ითხოვა შეხვედრა. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ 27-28 თებერვალი იქნებოდა. რუსეთ-უკრაინის ომი იყო ახალი დაწყებული. იქიდან მოყოლებული, სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური „ ნაცმოძრაობა“. პირდაპირი მოწოდება საითკენ - ამაზე თქვენ იმსჯელეთ. მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, ამაზე დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ, თქვენ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)