20:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 17:52:36, 661 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების  გაღრმავების პერსპექტივები.

ამასთან, მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს  საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელება და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროული დასრულება საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებულ გამოწვევები განიხილეს.  შეშფოთება გამოითქვა  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. „შეთანხმებების“ გაფორმების გამო, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეფასდა.  

შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics