02:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 10:01:56, 845 ნახვა

საზოგადოება
TASS - რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა

საქართველოდან, დაახლოებით, 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მათ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში განუცხადეს.

"დაახლოებით, 100 განაცხადი უკვე შემოვიდა", - განაცხადა სექციის თანამშრომელმა.

მათივე ცობით, წელს კვოტა 200 ადგილია.

TASS-ის ინფორმაციით, საქართველოდან აბიტურიენტებს ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევას სთავაზობენ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის გარდა.

"ძირითადად, არჩევანი მოდის მოსკოვისა და სანქტ-პეტრბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ განმცხადებლები ასევე ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში", - წერს TASS-ი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics