02:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 16:14:06, 625 ნახვა

საზოგადოება
მოსწავლეებს „საქართველოს ბანკის“ sCoolApp-ში „სხვა სამყარო“ დახვდებათ

„საქართველოს ბანკი“ პირველ საბავშვო აპლიკაცია - BOG sCoolApp-ში მოსწავლეებს მუდმივად განახლებად სიახლეებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, 12 ოქტომბრიდან მათ  BOG sCoolApp-ში „სხვა სამყარო“ დახვდებათ.

„სხვა სამყარო“ sCoolApp – ის თამაშის სახელია, რომელსაც მოსწავლე ეტაპობრივად გაეცნობა. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები დაეხმარებიან გაერკვნენ თამაშის წესებში და გაიარონ სხვადასხვა ეტაპი.

„სხვა სამყაროში“ მოსწავლეებს მოუწევთ ისტორიის, ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით უპასუხონ ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს, რომლებიც ეტაპობრივად გაეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი ისინი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს  - გლითერებს მიიღებენ, რომლის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს მისიების შესრულებასთან ერთად გაეცნობიან.

თამაშში 12 ოქტომბერს დაიწყება  და ის სულ აქტუალური იქნება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს, ამისთვის მხოლოდ საჭიროა ჰქონდეს „საქართველოს ბანკის“ პირველი საბავშვო აპლიკაცია.  მათ კი ვისაც ჯერ არ აქვს აპლიკაცია, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულზე, გადმოწერე BOG sCoolApp და გაიგე რა ხდება „სხვა სამყაროში“.

აღსანიშნავია, რომ BOG sCoolApp - ს უკვე 100,000-მდე რეგისტრირებული მოსწავლე ყავს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ და ამ ყველაფერთან  ერთად,  სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics