02:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 15:16:52, 861 ნახვა

საზოგადოება
Georgian Airways - ისრაელიდან დამატებითი რეისი 12 ოქტომბერს დაინიშნა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისი 12 ოქტომბერს დაინიშნა.

ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ დაინიშნა დამატებითი რეისი ისრაელიდან, 12 ოქტომბერს, ისრაელის დროით 17:40 საათზე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს",- აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, Georgian Airways-ი თელ-ავივის მიმართულებით რეისის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეისი განრიგის შესაბამისად განხორციელდება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თელ-ავივის მიმართულებით რეისის გაუქმებასთან დაკავშირებით. ისრაელის მიმართულებით, დღეს ჩანიშნული გვაქვს რეისი ადგილობრივი დროით 18:40-ზე, რომელიც განრიგის შესაბამისად განხორციელდება",- ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics