01:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 14:37:17, 765 ნახვა

მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მოწოდებით გამოვიდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღაზას სექტორში მდებარე 7 საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო მასალის მარაგი ამოწურულია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით. აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფანი, რათა ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასალით. ჩვენ ამ საკითხზე პარტნიორ სააგენტოებთან ერთად ვმუშაობთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ უკვე 180 000-ს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics