04:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 12:16:41, 712 ნახვა

საზოგადოება
საგარეო - თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა - ოთხივე უსაფრთხო ადგილზეა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა.

როგორც უწყება ისრაელში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება, ამ დროისთვის, ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

"საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. 

აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე  ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად. 

რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics