02:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 12:01:17, 767 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, ორი მოქალაქე, მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ კეფალის სახეობის 34,65 კილოგრამი თევზი.

„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავი, ჩოგანბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა, 3 ერთეული აკუმულატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს.

მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 575 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 167 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics