09:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 21:42:39, 693 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუს ოფიციალურ პირებს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის ოლქებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, დასანქცირდნენ ის ორგანიზაციები და რუსი ოფიციალურ პირები, რომლებიც "უშუალოდ მოქმედებდნენ უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შესაქმნელად".

"რუსეთის ყალბი არჩევნები არის გამჭვირვალე, უშედეგო მცდელობა, ლეგიტიმაცია მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლზე. სხვის ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია", - განაცხადა კლევერლიმ.

სანქცირებულ პირებს შორისაა რუსეთის საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსანი, ნატალია ბუდარინა, ასევე, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი, ანდრეი ალექსიენკო და მარია ზახაროვა, რომელიც ხერსონის "საარჩევნო კომისიის" წარმომადგენლად დანიშნეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics