09:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 13:14:52, 661 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, მისი ქმედებების შედეგი ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება

როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო და არ მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე.

"საერთო ჯამში, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე. ეს არის საქართველოს მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება და ნიშანი პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანია არა კონსტიტუცია და კანონი, არამედ ცალკეული ადამიანის ნება-სურვილი და ადამიანი თუ ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზემიზნები, ვიდრე ეს არის კონსტიტუცია, მას შეუძლია, თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამით საჯაროდ თავი მოიწონოს.

როცა ამ მესიჯით ჩადის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა - რა ვართ ჩვენ, რა წეს-წყობილება გვაქვს, ასეთ ქვეყანას რა უნდა ევროკავშირში კი არა, საერთოდ რამე კავშირში? თავის არსშივე იმდენად არასწორია პრეზიდენტის ქმედება, უკვე რას საუბრობს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც აღარ აქვს. როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება",- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics