14:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 23:59:07, 737 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - რუსეთი ყოველ ათწლეულში ახალ ომს იწყებს... მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია

სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელარუსი და ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ემუქრება.

„რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს - საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics