17:36 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 14:38:54, 811 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი NATO-ს ქოლგაა

ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს.

"წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ეს ერთი და მეორე, ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს არსებულ ვითარებაში, არის NATO-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. რა თქმა უნდა, ზოგადად, არავითარი ბაზა უსაფრთხოების გარანტია არ არის. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას?  NATO-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ, არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული",- ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის,"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics