14:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 09:53:50, 848 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა [ვიდეო]

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ცნობით, ლიდერების შეხვედრა ამურის რეგიონში, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" გაიმართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა TASS-მაც. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს "თბილი დახვედრისთვის" მადლობა გადაუხადა.

„გმადლობთ, რომ დაგვიპატიჟეთ და თბილად მიგვიღეთ თქვენი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად“,- უთხრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. მისმა  შეჯავშნულმა მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.

აღნიშნულის პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს.

ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე უპასუხეს კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებით, მოსკოვს ვაშინგტონის გაფრთხილება არ აინტერესებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics